ბოლო ნახევარ წელიწადში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 50-ზე მეტი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საუბარია საპროტესტო აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. ამ საქმეების უდიდესი ნაწილი (მოიცავს ბრალდებულების 90%-ს) 4 მოსამართლეს შორის განაწილდა. ესენი არიან:
- ნინო გალუსტაშვილი (18 ადამიანის საქმე)
- თამარ მჭედლიშვილი (11 ადამიანის საქმე)
- ზვიად შარაძე (განიხილავს 10 ადამიანის საქმეს)
- ჯვებე ნაჭყებია (6 ადამიანის საქმეს)
მათგან ორი – გალუსტაშვილი და ნაჭყებია ახალბედა მოსამართლეები არიან: მათ მოსამართლის ფიცი 2024 წლის 24 დეკემბერს დადეს და სამწლიანი, გამოსაცდელი ვადით დაინიშნნენ.
თამარ მჭედლიშვილი 2021 წლიდან არის მოსამართლე – სისხლის სამართლის კოლეგიამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერ ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავდა, შემდეგ კი საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომებს თავმჯდომარეობდა.
რაც შეეხება ზვიად შარაძეს, მოსამართლეობის თითქმის 10-წლიანი სტაჟი აქვს. მან განიხილა 2023 წელს, რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმე. მანვე დატოვა დროებით პატიმრობაში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.
მათ გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეები განიხილეს/განიხილავენ: მიხეილ ჯინჯოლია (გიორგი ახობაძის ყოფილი მოსამართლე), რომეო ტყეშელაშვილი (რომელმაც გიორგი ახობაძის საქმეში მიხეილ ჯინჯოლია შეცვალა), გიორგი არევაძე (არჩილ მუსელიანცის მოსამართლე) და ლილი მსხილაძე (პატიმრობა მიუსაჯა დანიელ მუმლაძესა და გურამ ხუტაშვილს).
ამ სტატისტიკაში არ შედის რუსული კანონის დროს დაკავებული მოქალაქეების საქმეები. ასევე საქმეები, რომლებსაც ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს (მზია ამაღლობელის და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის საქმე ოთხ სტუდენტთან ერთად). სტატისტიკაში არ შეგვიტანია არც პედაგოგ ნინო დათაშვილის და პოეტ ზვიად რატიანის საქმეები, რომლის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. შესაბამისად, არ ვიცით, რომელ მოსამართლეს მიანდობენ მისთვის განაჩენის გამოტანას.
სტატისტიკაში შეტანილია მხოლოდ 2024 წლის ნოემბრიდან დაკავებული პირების საქმეები, ანუ იმ დროიდან, როდესაც გაიზარდა საქმის განმხილველი მოსამართლეების დასანქცირების რისკი.
ჩვეულებრივ, მოსამართლეებს შორის საქმეები ელექტრონულად ნაწილდება. გარდა ამისა, პრაქტიკის მიხედვით, მოსამართლეები კოლეგიების გარდა ნაწილდებიან ვიწრო სპეციალიზაციებში. ელექტრონული სისტემა კონკრეტულ საქმეს კონკრეტულ ვიწრო სპეციალიზაციაში არსებულ მოსამართლეთა შორის ანაწილებს. “ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, ამ სისტემის მიუხედავად, რომელიც უნდა აზღვევდეს საქმეების შერჩევითად განაწილებას, როგორ მოხდა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები მხოლოდ რამდენიმე მოსამართლეს შორის განაწილდა. თუმცა ამ კითხვებზე პასუხი თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ვერ მივიღეთ.
როგორ ნაწილდება თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებულთა (და არამარტო) პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები მოსამართლეების შორის:
ნინო გალუსტაშვილი განიხილავს/განიხილა შემდეგი ბრალდებულების საქმეები:
- ანდრო ჭიჭინაძე
- ონისე ცხადაძე
- გურამ მირცხულავა
- ჯანო არჩაია
- ვასილ თეთრაშვილი
- ლუკა ჯაბუა
- რუსლან სივაკოვი
- სერგეი კუხარჩუკი
- გიორგი ტერიშვილი
- ირაკლი ქერაშვილი
- რევაზ კიკნაძე
- მათე დევიძე
- დავით ხომერიკი
- დავით ლომიძე
- თეიმურაზ ზასოხაშვილი
- ანასტასია ზინოვნიკა
- არტემ გრიბული
- გიორგი მინდაძე
თამარ მჭედლიშვილი განიხილავს/განიხილა შემდეგი ბრალდებულების საქმეები:
- ზვიად ცეცხლაძე
- ირაკლი მიმინოშვილი
- ნიკოლოზ ჯავახიშვილი
- თორნიკე გოშარძე
- გიორგი გიორგაძე
- ვეფხია კასრაძე
- ვასილ კაძელაშვილი
- ნიკა კაცია
- საბა ჯიქია
- თედო აბრამოვი
- ირაკლი ოქრუაშვილი
ჯვებე ნაჭყებია განიხილავს/განიხილა შემდეგი ბრალდებულების საქმეები:
- საბა სხვიტარიძე
- ანტონ ჩეჩინი
- ანატოლი გიგაური
- ანრი კვარაცხელია
- ნიკა გვარამია
- ზურაბ ჯაფარიძე
მიხეილ ჯინჯოლია განიხილავს/განიხილა შემდეგი ბრალდებულების საქმეები:
- გიორგი ახობაძე
- ალეკო ელისაშვილი
რომეო ტყეშელაშვილი განიხილავს/განიხილა შემდეგი ბრალდებულების საქმეები:
- გიორგი ახობაძე
გიორგი არევაძე განიხილავს/განიხილა შემდეგი ბრალდებულების საქმეები:
- არჩილ მუსელიანცი
ზვიად შარაძე განიხილავს/განიხილა შემდეგი ბრალდებულების საქმეები:
- მამუკა ხაზარაძე
- ბადრი ჯაფარიძე
- ირაკლი წიგნაძე
- ირაკლი ტაბატაძე
- ნიკოლოზ კუტუბიძე
- ვასილ ელიავა
- ნიკოლოზ ქუმსიშვილი
- ალექსანდრე გოგოლაძე
- დიმიტრი ბიძინაშვილი
- გიგი უგულავა
ლილი მსხილაძე განიხილავს/განიხილა შემდეგი ბრალდებულების საქმეები:
- დანიელ მუმლაძე
- გურამ ხუტაშვილი
