საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინი: აფხაზეთში ყოველი მეორე ან მესამე ჩვენი მოქალაქეა

30 ივნისი, 2025 •
პუტინი: აფხაზეთში ყოველი მეორე ან მესამე ჩვენი მოქალაქეა

“რუსეთისა და აფხაზეთის ხელმძღვანელობებმა უნდა იფიქრონ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის კონტაქტების გაფართოებაზე — ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ორივე სახელმწიფოსთვის”- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალგაზრდული ცენტრებთან ვიდეოჩართვისას, რომელიც რუსეთის ექვს რეგიონში გაიმართა.

„ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ერთად განვიხილავდით ახალგაზრდული კონტაქტების გაფართოებას. მნიშვნელოვანია ისეთი პირობების შექმნა, რომ ეს კავშირები ცოცხალი იყოს, სარგებელი მოუტანოს ახალგაზრდებს, რომლებიც თქვენს რესპუბლიკაში ცხოვრობენ. ამავე დროს, კიდევ უფრო გაამყაროს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები“.

პუტინმა აქვე დაამატა, რომ „აფხაზეთში ყოველი მეორე ან ყოველი მესამე მოქალაქე რუსეთის მოქალაქეა“, ასევე,  ხაზი გაუსვა, რომ „ეს მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია როგორც აფხაზეთის მომავლისთვის, ისე ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის“.

პუტინის თქმით, ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ახალგაზრდებს რეალურად ჰქონდეთ განცდა, რომ “რუსეთი უსაზღვრო შესაძლებლობების ქვეყანაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი