საზოგადოება

მათე დევიძეს მიესაჯა პატიმრობა 4 წლითა და 6 თვით

12 ივნისი, 2025 •
მათე დევიძეს მიესაჯა პატიმრობა 4 წლითა და 6 თვით

21 წლის მათე დევიძეს მიესაჯა პატიმრობა 4 წლითა და 6 თვით. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. ის თითქმის ერთი საათის განმავლობაში იყო სათათბიროდ გასული.

დღეს საკუთარი საბოლოო სიტყვა დაცვის მხარემ წარმოთქვა. ისინი დევიძის სრულად გამართლებას ითხოვდნენ. პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა თავისი დასკვნითი სიტყვა წინა სხდომაზე წარმოთქვა – ის ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

“გვწირავთ იმიტომ, რომ შეასრულოთ თქვენი მბრძანებლის ბრძანება. მაპატიეთ, უნდა დავტოვო დარბაზი, არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა. [მიმართავს დარბაზს] თქვენს სანახავად მოვდიოდი აქამდე სასამართლოში. დიდხანს ალბათ ვეღარ გნახავთ”, – თქვა მათე დევიძემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

მათე დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. 21 წელი მას ციხეში შეუსრულდა.

პროკურატურა მას ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი