დღეს, 24 მარტს, გერმანიამ სანქციები დაუწესა ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც დარბევაზე არიან პასუხისმგებელი.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სანქცირებულ პირებს გერმანიაში შესვლა ეკრძალებათ. რამდენ პირს შეეხო სანქცია, ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს.
„თითქმის 3 თვეა ქართველი ხალხი ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელისუფლების კურსის წინააღმდეგ პროტესტს მართავს. ისინი კვლავ დგანან დაშინებას, დაპატიმრებებსა და ძალადობის წინაშე.
დღეს გერმანიამ დაუწესა ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დარბევაზე“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ეს არის გერმანიის მხრიდან სანქციების დაწესების მეორე შემთხვევა. მანამდე, 2024 წლის 31 დეკემბერს, გერმანიამ ქვეყანაში შესვლა აუკრაძალ 9 პირს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე.