ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს თავდაცვისა და უსაფრთხოების ზრდის გეგმას.

ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა კომისიის წინადადებას, რომელიც ახალი დაფინანსების ინსტრუმენტებით, თავდაცვის ხარჯების 800 მილიარდ ევრომდე ზრდას ისახავს მიზნად. ეს შესაძლებელი უნდა გახდეს, ერთი მხრივ, ევროკავშირის ბიუჯეტით მხარდაჭერილი 150 მილიარდ ევრომდე სესხის მობილიზებით, მეორე მხრივ კი, საბიუჯეტო შეზღუდვების შემსუბუქებით, რათა მსურველმა ქვეყნებმა გაზარდონ სამხედრო ხარჯები. ასევე, მოუწოდეს ევროკომისიას, შეისწავლოს ახალი გზები, რათა ხელი შეუწყოს მნიშვნელოვან თავდაცვის ხარჯებს ყველა წევრ ქვეყანაში.

რუსეთისა და ბელარუსის საფრთხეების გათვალისწინებით, ევროპულმა საბჭომ ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ საზღვრის დაცვის მნიშვნელობას.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მხარი არ დაუჭირა ევროპული საბჭოს დასკვნებს უკრაინის ნაწილში. შესაბამისად, 26 ქვეყნის სახელით გამოიცა ცალკე განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ უკრაინაზე მოლაპარაკებები არ უნდა წარიმართოს უკრაინის გარეშე.

შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინისთვის 30,6 მილიარდი ევრო დახმარების გამოყოფას – 12,5 მილიარდი უკრაინის ფონდიდან, 18,1 მილიარდი კი, G7-ის ERA-ს ინიციატივით, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივების მოგებიდან ანაზღაურდება.