საქართველოს უცხოელი მეგობრები განცხადებას ავრცელებენ მზია ამაღლობელისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.
Today with a vast group of Friends of Georgia we issue à statement demanding the immediate release of Mzia Amaglobeli and calling for decisive international action. pic.twitter.com/8ebWFOgF1S
— Nathalie Loiseau (@NathalieLoiseau) February 4, 2025
„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი შედეგი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ჩვენ არ გავბრიყვდებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მცდელობებით, დაამახინჯოს ის გარემოებები, რამაც გამოიწვია მზია ამაღლობელის დაპატიმრება და შელახოს მისი პროფესიული სანდოობა „უცხოური დაფინანსების“ კვალიფიკაციით. ეს არის კიდევ ერთი მანევრი, რომელიც მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას საქართველოს მოსახლეობის მასობრივი მობილიზაციიდან ევროატლანტიკური გზის გარშემო, რომელიც ჩაწერილია არა მხოლოდ კონსტიტუციაში, არამედ ხალხის ნებაშიც — ძალაუფლების უკანონო მიტაცებით ორივეს უღალატა რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქიულმა „ქართულმა ოცნებამ“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერები მხარდაჭერას უცხადებენ ქართველი ხალხს და სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენელს, და ითხოვენ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ბოლოდროინდელი უკანონო კანონების გაუქმებას.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ქვეყნებს და ევროკავშირს, სათანადო რეაგირება მოახდინონ სანქციების დაწესებით პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და სულხან თამაზაშვილის მიმართ“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- პაველ ფიშერი, ჩეხეთის სენატის წევრი
- რადოსლავ ფოგილი, პოლონეთის პარლამენტის წევრი
- მიხაელ გალერი, ევროპარლმენტის წევრი
- გუსტავ გოტბერგი, შვედეთის პარლამენტის წევრი
- ბერნარდ გეტა, ევროპარლამენტის წევრი
- რასა იუკნევიჩიენე, ევროპარლამენტის წევრი
- იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში
- ჯერალდ კნაუსი, ევროპული სტაბილურობის ინიციატივა
- რიჰარდ კოლსი, ევროპარლამენტის წევრი
- იუკა კოპრა, ფინეთის პარლამენტის წევრი
- დევიდ კრამერი, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი
- ევგენია კრავჩუკი, უკრაინის პარლამენტის წევრი
- ერიკ ნილს კროსი, ესტონეთის პარლამენტის წევრი
- მიაპეტრა კუმპულა-ნატრი, ყოფილი ევროპარლამენტარი
- ნატალი ლუაზო, ევროპარლამენტარი
- ოლექსანდ მერეჟკო, უკრაინის პარლამენტის წევრი
- მარია მეზენცევა-ფედორენკო, უკრაინის პარლამენტის წევრი
- მარკო მიხელსონი, ევროპარლამენტის წევრი
- ინარა მურნიეცე, ლატვიის პარლამენტის წევრი
- ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის პარლამენტის წევრი
- ფრედერიკ პეტი, საფრანგეთის პარლამენტის წევრი
- ლია ქუარტაპელე, იტალიის პარლამენტის წევრი
- მიხაილ როთი, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- რენდი შონემანი, Orion Strategies-ის პრეზიდენტი
- კატარინა ტოლგფორსი, შვედეთის პარლამენტის წევრი
- ტომ ტუგენჰატი, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი
- სებასტიან ტინკინენი, ევროპარლამენტარი
- რეინიე ვან ლანშოტი, ევროპარლამენტარი
- ვიოლა ფონ კრამონი, ყოფილი ევროპარლამენტარი
- მიხალ ვავრიკევიჩი, ევროპარლამენტარი
- ჯო უილსონი, კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
- დაინიუს ჟალიმასი, ევროპარლამენტარი