საზოგადოება

ვაკანსია: „ნეტგაზეთი“ ეძებს თანამშრომლებს

27 დეკემბერი, 2024 •
ვაკანსია: „ნეტგაზეთი“ ეძებს თანამშრომლებს

netgazeti.ge ეძებს რეპორტიორებს, ფოტოგრაფებს, მოქალაქე ჟურნალისტებს, რომლებსაც აინტერესებთ საქართველოსა და უცხოეთში მიმდინარე ამბები და სურთ იყვნენ ამ პროცესების მიუკერძოებლად გაშუქების მონაწილენი. 

„ნეტგაზეთი“ მიესალმება ჟურნალისტიკაში გამოცდილების მქონე განმცხადებლებს, თუმცა ეს აუცილებელი წინაპირობა არ არის და მისი კარი ღიაა სხვადასხვა გამოცდილებისა და ინტერესების მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც ამ ეტაპზე მედია საშუალებაში მუშაობა აინტერესებთ. 

განმცხადებელი კარგად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს, ჰქონდეს ოპერატიულად მუშაობის უნარი, მათ შორის ექსტრემალურ და სტრესულ პირობებში და აინტერესებდეს სოციალური მედია. 

დაინტერესებულმა პირებმა მოტივაციის წერილი და  CV, ასევე ინფორმაცია ერთი რეკომენდატორის [ასეთის არსებობის შემთხვევაში] შესახებ უნდა გაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr.batumelebi@gmail.com

 ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: რეპორტიორი 2025

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 05 იანვარი, 2025  

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო

ანაზღაურება: შეთანხმებით [განმცხადებლის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად]. 

მასალების გადაბეჭდვის წესი