2 დეკემბერს, 07.00 საათზე, გამთენიისას პოლიციამ კვლავ დაარბია აქცია, სასტიკად გაუსწორდა მომიტინგეებს და დააკავა მათი ნაწილი.
პოლიციამ ჯერ მოუწოდა მომიტინგეებს მეტრო “რუსთაველში” შესვლისკენ, შემდეგ კი შეჰყვა და მოქალაქეებს, რომლებიც ამ გზით ცდილობდნენ ტერიტორიის დატოვებას, სასტიკად გაუსწორდა.
უცნობია ამ დროისთვის დაკავებულთა რაოდენობა. დაკავებულთა შორისაა უფლებადამცველი გიორგი დავითური.
1 დეკემბერს თბილისში სამ ადგილას გაიმართა აქცია – საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც მომიტინგეები ითხოვდნენ ვასილ მაღლაფერიძის და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას, ასევე, ყოველდღიურად ეთერის დათმობას საზოგადოების წამომადგენლებისთვის. ასევე, ბიძინა ივანიშვილის სახლთან და პარლამენტთან.
საბოლოოდ ყველა აქციის მონაწილე პარლამენტთან შეიკრიბა.
მობილიზებული იყო სპეცრაზმიც, რომელმაც წინა დღეებისგან განსხვავებით, წყლის ჭავლის გამოყენება მალევე, დაახლოებით 21.00 საათზე დაიწყო.
ამის შემდეგ პოლიციამ არაერთხელ გამოიყენა წყლის ჭავლი და მხუთავი აირი, როს გამოც მომიტინგეებმა დატოვეს პარლამენტის ტერიტორია და გადაინაცვლეს ოპერასთან.
- თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მასობრივი დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო, როდესაც “ოცნებამ” განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
- 28 ნოემბრის შემდეგ დემონსტრანტები ღამეს ათავენ რუსთაველის გამზირზე, მათ არბევს სპეცდანიშნულების რაზმი, ფიზიკურად უსწორდება და აკავებს მოქალაქეებს, უშვებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს.
- 28 ნოემბერ-1 დეკემბერს პოლიციამ 200 მომიტინგე დააკავა, მხოლოდ 30 ნოემბერს კლინიკებში აქციიდან 44 მოქალაქე გადაიყვანეს.