საზოგადოება

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავებულია – მას თავის არეში აქვს დაზიანება

29 ნოემბერი, 2024 •
ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავებულია – მას თავის არეში აქვს დაზიანება

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი და მისი ოპერატორი აქციის გაშუქებისას დაშავდნენ.

კონკრეტულად რა მოხდა, უცნობია. კადრებში ჩანს, რომ მარიამ გაფრინდაშვილი დაეცა.

იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მანქანაში გადაიყვანეს. კადრებში ჩანს, რომ მას თავის არეში აქვს დაზიანება.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის თქმით, გაფრინდაშვილს უჭირდა სუნთქვა, მას ასევე აქვს თავი გატეხილი.

ექიმის ცნობით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ტომოგრაფიით არ გამოვლინდა თავის ტვინის დაზიანება. მას აქვს მსუბუქი ტვინის შერყევა. იგი კლინიკაში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი