მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარედ ხანძარია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ნეტგაზეთს განუცხადა, ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია.
მათივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ისინი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.
ამ დრომდე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.