საზოგადოება

პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი გარდაიცვალა

6 აგვისტო, 2024 •
პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი გარდაიცვალა

გარ­და­იც­ვა­ლა პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი.

ამის შე­სა­ხებ ინფორმაციას გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ავრცელებენ.

სოსო ცისკარიშვილი 1948 წლის 17 სექტემბერს დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა.

1966-71 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკურ ფაკულტეტზე.

1976-79 წლებში სწავლობდა მოსკოვში, საგარეო ვაჭრობის საკავშირო აკადემიაში.

სოსო ცისკარიშვილი 1971-74 წლებში მუშაობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში რადიოქიმიურ კვლევათა პრობლემური ლაბორატორიის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად.

1974-76 და 1979-85 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში მთავარი სპეციალისტის, მრეწველობის განყოფილების გამგის, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე.

ასევე, 1985-92 წლებში მუშაობდა თსუ-ს ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის მეცნიერ-დოცენტად, ხოლო 1992 წელს მუშაობდა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ.

სოსო ცისკარიშვილი 1988-1989 წლებ­ში იყო რუს­თა­ვე­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, 1989 წლი­დან – სა­მეც­ნი­ე­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ასო­ცი­ა­ცია “მსოფ­ლიო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის” გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე იყო.

2006 წლი­დან იყო ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ფო­რუ­მის გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე, 2008 წლი­დან – და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტთა კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი