ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს ლევან ხაბეიშვილი. მან ამის შესახებ დღეს, 8 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ჯანმრთელობის დმგონარეობის გამო მას ექიმებმა მიცეს მკაცრი რეკომენდაცია, უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში არ იმუშაოს.
„მაშინ, როცა არჩევნებამდე ოთხი თვეა დარჩენილი, 2-3 თვე ვერ მივცემდი თავს უფლებას, პარტიის თავმჯდომარე არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე არ იყოს 24-საათიან სამუშაო რეჟიმში,“ — თქვა ხაბეიშვილმა.
როგორც ის ამბობს, უახლოეს დღეებში მოიწვევს ენმ-ის ყრილობას, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარადგენს თინა ბოკუჩავას, თავად კი პოლიტიკური საბჭოს თავმდჯომარის პოსტს დაიკავებს. ორივე ცვლილება პარტიის ყრილობამ უნდა დაამტკიცოს.
ხაბეიშვილისვე თქმით, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეობა არ მოითხოვს ყოველდღიურ ჩართულობას, თუმცა ის პარტიულ გადაწყვეტილებებში სწორედ ამ პოზიციიდან იქნება ჩართული.
ლევან ხაბეიშვილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელები ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.