საზოგადოება

რატომ აღარაა ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოში

17 ოქტომბერი, 2015 •
რატომ აღარაა ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოში

შუშანიას თქმით, ამას მოწმობს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლის მიხედვით, 2014 წელს ქ.ქუთაისის მოსახლეობა (149 000 მცხოვრები) 2013 წელთან შედარებით (196 700 მცხოვრები) შემცირდა 48 000-ით.

 

“რაც ნიშნავს იმას, რომ  ქუთაისმა დაკარგა სიდიდით მეორე ქალაქის სტატუსი და ის დაიკავა ქალაქმა ბათუმმა  153 300 მცხოვრებით. ამავე მონაცემების და ქალაქების მოსახლეობის ცვლილებების დინამიკის გათვალისწინებით უახლოეს 1-2 წელიწადში მოსალოდნელია, რომ ქ. ქუთაისი გახდეს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით სიდიდით მე-4 ქალაქი, ვინაიდან მხოლოდ 2014 წელს ქ. ქუთაისისა და  ქ. რუსთავის მოსახლეობას შორის (124 600 მცხოვრები) სხვაობა 74 000-დან შემცირდა 24 000-მდე, ხოლო ქუთაისის მოსახლეობა წარმოდგენილი სტატისტიკით კატასტროფულად მცირდება, რუსთავის კი- მცირედით, მაგრამ მაინც იზრდება”, – განაცხადა შუშანიამ.

 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების აქტიურმა კამპანიამ, რომელიც ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად ქცევის იდეის  წინააღმდეგაა მიმართული, და კონსტიტუციის დარღვევით საქართველოს პარლამენტის ფაქტობრივად დედაქალაქში გადატანამ უმძიმესი შედეგები უკვე მოიტანა:

 

“ინვესტორების კვალდაკვალ, რომლებმაც უკვე შეწყვიტეს ახალი, მსხვილი ინვესტიციების განხორციელება, მოსახლეობამაც დაიწყო ქუთაისის აქტიურად დატოვება”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

 

“დემოკრატიის და სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი” მოუწოდებს ცენტრალურ ხელისუფლებას, დაიცვას  საქართველოს კონსტიტუცია და უზრუნველყოს ქ. ქუთაისში პარლამენტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, ხოლო ადგილობრივ ხელისუფლებას, გუბერნატორს, პარლამენტის წევრებს ქუთაისიდან და საზოგადოების ყველა ჯგუფს- აქტიურობისაკენ, რათა სასწრაფოდ დაიწყოს დისკუსია და მსჯელობა ქუთაისის ამ ვითარებიდან გამოსაყვანად.

მასალების გადაბეჭდვის წესი