საზოგადოება

დიმა ჩიქოვანის თქმით, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

8 მაისი, 2024 •
დიმა ჩიქოვანის თქმით, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმა ჩიქოვანის თქმით, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს.

ჩიქოვანს სახეზე აღენიშნება დაზიანებები. ალადაშვილის კლინიკაში გადასვლამდე ის „ფორმულას“ ჩაერთო და თქვა, რომ თავდასხმა სოლოლაკში, მის სახლთან მოხდა.

„ეზოში მოხდა, ორი ადამიანი იყო ქუდებით ჩასაფრებული სადარბაზოს კარებთან და ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ. „ქართული ოცნების“ მშიშარა ტიტუშკები ზუსტად 3 წუთში გაიქცნენ, როგორც გაიქცევიან ქვეყნიდან, ბოლოს ასე დამთავრდება. ეს არის რუსული რეჟიმი, ეს არის რუსული კანონი, ეს უკვე მოქმედებაშია“, — განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ცემის მიუხედავად ვერ შეაშინებენ.

უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და რიგით აქტივისტებს მეორე დღეა უცხოური ან ქართული ნომრებიდან ურეკავენ. ადრესატებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან, რომ სახლთან დახვდებიან. ზარები განხორციელდა აქტივისტების ოჯახის წევრებთანაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი