საზოგადოება

მოსკოვთან ახლოს კონცერტზე ცეცხლი გახსნეს, მოკლულია ათეულობით ადამიანი – მედია

22 მარტი, 2024 • 2589
მოსკოვთან ახლოს კონცერტზე ცეცხლი გახსნეს, მოკლულია ათეულობით ადამიანი – მედია

მოსკოვთან ახლოს მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სიტი ჰოლში” უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ათეულობით ადამიანი და დაშავებულია ასზე მეტი.

თავდასხმისას საკონცერტო დარბაზში ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტი მიმდინარეობდა.

ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელების რაოდენობა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მათ კამუფლირებული ტანსაცმელია აცვიათ. რუსულ მედიაში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ თავდამსხმელების რაოდენობა ათამდე აღწევს.

შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გაჩნდა.

სტატია განახლდება

მასალების გადაბეჭდვის წესი