საზოგადოება

მეწყერი ბაღდათში: დაღუპულია 4 ადამიანი, 5-ს ეძებენ

7 თებერვალი, 2024 • 1604
მეწყერი ბაღდათში: დაღუპულია 4 ადამიანი, 5-ს ეძებენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, ჩამოწოლილი მეწყრის ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. დილის 11 საათის მონაცემებით, ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი, 5 ადამიანს კვლავ ეძებენ.

ბოლო ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მიაწოდა.

მისივე ინფორმაციით, ტერიტორიის სრულად გადამოწმებას დღის ბოლომდე შეძლებენ.

ადგილობრივთა ინფორმაციით, მეწყერში მოყოლილთა შორის 3 არასრულწლოვანია.

მეწყერი ნერგეეთში შუაღამისას, 02:00 საათზე ჩამოწვა.

დასავლეთ საქართველოში ორი დღეა, ძლიერმა ქარმა და ნალექმა პრობლემები გამოიწვია, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მაღალმთიან აჭარაში ჩამოწოლილმა მეწყერმა 6 თებერვალს რამდენიმე სახლი მოიყოლა, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი