საზოგადოება

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახს ასახლებენ, დაპირისპირებაა პოლიციასთან

23 იანვარი, 2024 •
კეკელიძის ქუჩაზე ოჯახს ასახლებენ, დაპირისპირებაა პოლიციასთან

დღეს, 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების პოლიცია ოჯახის გამოსახლებას ცდილობს საცხოვრებელი ბინიდან, რომელიც მათი უკანასკნელი საცხოვრისია.

სოლიდარობის გამოსახატად ადგილზე შეკრებილნი არიან ხატიაშვილების ოჯახის მხარდამჭერები. პოლიცია სადარბაზოში შესასვლელი კარის გატეხას ცდილობს. დაკავებულია სახლთან მობილიზებული რამდენიმე მხარდამჭერი.

ფეისბუკით გაშვებული პირდაპირი ეთერის წაყვანისას, პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს “მაუწყებლის” ჟურნალისტი მისი კუთვნილი მანქანიდან და მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა სცადეს.

კეკელიძის N1-ში მცხოვრები ოჯახის წევრების განცხადებით, კერძო მევალეს, საერთო ჯამში, დამატებითი სარგებლის ჩათვლით, უკვე იმაზე მეტი გადაუხადეს, ვიდრე ისესხეს და ბინის დათმობას არ აპირებენ.

ხვალ, 24 იანვარს, გამოსახლების პროცედურა დაგეგმილია შალვა დადიანის ქუჩაზე, ხოლო 26 იანვარს – ზანდუკელის ქუჩაზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი