საზოგადოება

რკინიგზა: უამინდობის გამო მატარებლები გაჩერებული არიან

25 დეკემბერი, 2023 • 1177
რკინიგზა: უამინდობის გამო მატარებლები გაჩერებული არიან

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული.

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ მაქსიმალურად ცდილობს, სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის.

„ამ დროისთვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ, რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს რკინიგზა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე“, — ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი