საზოგადოება

ისრაელში 2 ქართველი ებრაელი მოკლეს

9 ოქტომბერი, 2023 • 1909
ისრაელში 2 ქართველი ებრაელი მოკლეს

ისრაელში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმას, სულ მცირე, ორი ქართველი ებრაელი ემსხვერპლა.

ოფიციალური მონაცემებით, თავდასხმას ემსხვერპლა 26 წლის მაიორი ავი აბრაამ ქუბელაშვილი. ის კარაკალის სამხედრო ბაზის მეთაურის მოადგილე იყო და ტერორისტთა შეჭრისას ბაზაზე იყო, რა დროსაც დაიღუპა.

ქუბელაშვილი 2021 წელს დაქორწინდა. მას ცოლი და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მეორე დაღუპულია პოლიციელი იცაკ ბაზუკაშვილი, რომელიც ისრაელის სამხრეთში, ღაზის სიახლოვეს, თავის მოვალეობას ასრულებდა.

ვრცელდება დაუზუსტებელი ცნობები სხვა ქართველი ებრაელების დაღუპვის, გატაცების ან დაკარგვის შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე სხვა ოფიციალური ცნობები არ არსებობს.

7 ოქტომბტიდან მოყოლებული ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელზე 700-ზე მეტი ისრაელელი ემსხვერპლა, საპასუხო იერიშების შედეგად კი ღაზის სექტორში 400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. რაც შეეხება ტერორისტებს, მოკლულთა რიცხვი უცნობია, თუმცა ისრაელის ხელისუფლება ამბობს, რომ ასეულობით გაანადგურეს.

ფოტოზე მარცხნივ: ავი აბრაამ ქუბელაშვილი; მარჯვნივ: იცაკ ბაზუკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი