საზოგადოება

ხანძრის ახალი კერა

4 აგვისტო, 2010 • • 1209
ხანძრის ახალი კერა

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ აწყურში ხანძრის ორი ახალი კერა გაჩნდა. სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ამოიწურება.

გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე უკვე გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე. რეგიონში მობილიზებული რჩება საჰაერო ტექნიკა, გარემოს დაცვის ინსპექციისა და სატყეო სააგენტოს სპეციალისტები.

სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბორჯომსა და აბასთუმნის ტყის მასივებში ხანძრის კერები საბოლოოდ ლოკალიზებულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი