საზოგადოება

სტიქია გურიაში: იპოვეს მეორე ცხედარი

8 სექტემბერი, 2023 • 3377
სტიქია გურიაში: იპოვეს მეორე ცხედარი

გურიაში, სტიქიის ზონაში მეორე ცხედარი იპოვეს, ამ დრომდე გრძელდება ერთი მოზარდის სამძებრო სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არასრულწლოვანები.

გურიაში სტიქიის შედეგად 3 ადამიანი ითვლებოდა დაკარგულად, მათ შორის ორი ბავშვი და ერთი ზრდასრული. მანამდე მაშველებმა ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს.

შსს-ს ცნობით ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა.

უწყება რეგიონში მყოფ მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი