საზოგადოება

სტიქიის 25-ე დღე რაჭაში: 2 ბავშვს ამ დრომდე ეძებენ

27 აგვისტო, 2023 • 822
სტიქიის 25-ე დღე რაჭაში: 2 ბავშვს ამ დრომდე ეძებენ

27 აგვისტოს მონაცემებით, რაჭაში შოვის სტიქიისას დაკარგული 2 ბავშვის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ. მაშველები სამძებრო სამუშაოებს მდინარეების ხეობებში, 3 აგვისტოს სტიქიის ეპიცენტრიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით ატარებენ. ხელისუფლება ამბობს, რომ დაკარგულთა ძებნა მანამ გაგრძელდება, სანამ მათი პოვნის თეორიული შანსი იარსებებს.

სტიქიის 25-ე დღეს არსებული ოფიციალური ცნობებით, ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, ოფიციალურად, დნმ-ის ტესტით, იდენტიფიცირებულია 29, თუმცა როგორც ახლობლები აცხადებენ, ქორწინების ბეჭდითა და სხვა ნიშნებით, ამოიცნეს ზაზა მესხის ცხედარი. ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის ერთი ბავშვის ცხედარი, რომელიც ასევე რამდენიმე დღის წინ იპოვეს.

ხელისუფლება ოფიციალურად არ აქვეყნებს ინფორმაციას დაკარგულებისა და იდენტიფიცირებულების ვინაობის შესახებ. აღნიშნული სიის შედგენა შესაძლებელია მხოლოდ ახლობლებისა და სხვადასხვა მედიასაშუალების მოპოვებული ინფორმაციით.

27 აგვისტოს მონაცემებით, იდენტიფიცირებულია შოვის სტიქიის 30 მსხვერპლი და ესენი არიან:

  1. გიორგი ყარალაშვილი;
  2. სოფო ყარალაშვილი;
  3. დავით ბერიაშვილი;
  4. გენადი სულთანიშვილი;
  5. გიორგი გოგინაშვილი;
  6. მეგი გუტაშვილი;
  7. გიგი გუტაშვილი;
  8. მარინე ხორბალაძე;
  9. ნატო ჭელიძე;
  10. ლუკა დუდაშვილი;
  11. ანდრია დუდაშვილი;
  12. ანასტასია დუდაშვილი;
  13. შორენა ბიჭაშვილი;
  14. მარიამ მაისურაძე;
  15. კოტე მაისურაძე;
  16. ქეთევან ლობჟანიძე;
  17. სამირა ისაევა;
  18. ალინა პოლიკოვსკა;
  19. ზაზა მესხი;
  20. ზაზა მესხის უფროსი შილი;
  21. ქსენია ტრიჩევა;
  22. სოფო ბაკურაძე;
  23. მანანა ჯაჭვაძე;
  24. თემურ ჩარკვიანი;
  25. დიტო ფირცხალავა;
  26. ნიკა ჩალაძე;
  27. ლევან რაზმაძე;
  28. სალომე ხეთაგური;
  29. გვანცა ბუბაშვილი;
  30. ნინი კენჭაძე;
  31. მოზარდი, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი