საზოგადოება

შოვში კიდევ ერთი, 27-ე ადამიანის ცხედარი იპოვეს

17 აგვისტო, 2023 • 5335
შოვში კიდევ ერთი, 27-ე ადამიანის ცხედარი იპოვეს

შოვში სტიქიისას დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ამ ეტაპზე შოვში სტიქიისას დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, 6 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეთხუმეტე დღეა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი