საზოგადოება

შოვში დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

4 აგვისტო, 2023 • 4038
შოვში დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

მანამდე დასტურდებოდა 2 დაღუპულის შესახებ.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, შოვში ეძებენ სულ მცირე 35 ადამიანს, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება.

გარეკანი ფოტო: „მთის ამბები“


შოვში მეწყერი 3 აგვისტოს  ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯებიც მოიყოლა. ცნობილია ექვსი დაღუპულის შესახებ.

დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი (598 913 089) შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ გამოაქვეყნა.

შსს-ს თქმით, “სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები”.

4 აგვისტოს 09:40 საათზე გავრცელებულ განცხადებაში შსს ამბობს, რომ “ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი”.

“სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ადგილობრივ მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან, ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც”, — აცხადებს უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი