საზოგადოება

მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები გენრი დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებენ

2 აგვისტო, 2023 • 5306
მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები გენრი დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებენ

ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები პოეტ გენრი დოლიძის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ.

მათი შეფასებით, გენრი დოლიძე მოძალადე პოლიციური სისტემის კიდევ ერთი მსხვერპლია, რომელიც დააკავეს მაშინ, როცა აპროტესტებდა ოკუპაციის კანონდამრღვევი რუსი ტურისტებით სავსე გემის ბათუმში შემოსვლას.

„პოლიციამ უკვე არაერთხელ აირჩია ქართველი მწერლების მიმართ სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფორმები. ამ შემთხვევაში, როგორ ჩანს, პოლიციელები განსაკუთრებით გააღიზიანა გენრი დოლიძის ბოლოდროინდელმა სამოქალაქო აქტივობამაც. ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები ვგმობთ გენრი დოლიძის სასტიკად ცემის ფაქტს (რამდენიმე სახის დაზიანება უკვე ექსპერტიზის მიერაა დადასტურებული) და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უსწრაფესად გამოიძიოს ეს საქმე და მკაცრად დასაჯოს მოძალადეები“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 74 ხელმომწერი ჰყავს:

  1. არჩილ ქიქოძე
  2. ეკატერინე ტოგონიძე
  3. გვანცა ჯობავა
  4. ნესტან ნენე კვინიკაძე
  5. ალექსანდრე ლორთქიფანიძე
  6. თამთა მელაშვილი
  7. ბათუ დანელია
  8. ანი კოპალიანი
  9. ნუკრი ბერეთელი
  10. ზაალ ანდრონიკაშვილი
  11. გაგა ნახუცრიშვილი
  12. ბექა ქურხული
  13. იაკი კაბე (ირაკლი კაკაბაძე)
  14. მაია ცირამუა
  15. ბუბა კუდავა
  16. თინა მამულაშვილი
  17. პაატა შამუგია
  18. ინა არჩუაშვილი
  19. ნატო ინგოროყვა
  20. რუსუდან რუხაძე
  21. რატი მუჯირი
  22. ლელა კოდალაშვილი
  23. თეონა დოლანჯაშვილი
  24. ბელა ჩეკურიშვილი
  25. ლანა კალანდია
  26. ნათია მიქელაძე
  27. მაშო სამადაშვილი
  28. კატო ჯავახიშვილი
  29. დოდო ყვავილაშვილი
  30. ზვიად კვარაცხელია
  31. მაია კუდავა
  32. ნინო სურამელაშვილი
  33. მანანა მათიაშვილი
  34. კოკა ქამუშაძე
  35. მაია ალუდაური
  36. ზურაბ პაპიაშვილი
  37. მერაბ ფიფია
  38. ნათია გიორგაძე
  39. ნიკა ჩერქეზიშვილი
  40. ქეთი ქანთარია
  41. ნინია ნადირაძე
  42. მარი ბექაური
  43. ირაკლი ლომოური
  44. მარიამ კიკაჩეიშვილი
  45. ნიკოლოზ აგლაძე
  46. ელენე ჯაფარიძე
  47. დალილა გოგია
  48. ნუკა ღამბაშიძე
  49. მარინა ცხადაია
  50. დარეჯან კიკოლიაშვილი
  51. მარინა თექთუმანიძე
  52. მედეა იმერლიშვილი
  53. ლექსო ქურხული
  54. ლია ვიტეკი
  55. ია ჯინჭარაძე
  56. ირაკლი შამათავა
  57. ჯაბა გორგილაძე
  58. ბელა ქებურია
  59. ნათია ორმოცაძე
  60. ლელა კურტანიძე
  61. მიხეილ ციხელაშვილი
  62. ნანა აკობიძე
  63. ნატო გორდელაძე
  64. ლიკა ჭელიძე
  65. მაკო ჯაოშვილი
  66. ესმა მანია
  67. ბადრი თევზაძე
  68. პაატა აბაშიძე
  69. ქალთამზე ანა სურმანიძე
  70. მაია მიქაია
  71. საბა ოკუჯავა
  72. თორნიკე სიბაშვილი
  73. რეზო გეთიაშვილი
  74. გიო ლომიძე

პარტია „დროას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გენრი დოლიძე აცხადებს, რომ დაკავებისას მას პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. პარტია „დროას“ ინფორმაციით, გენრი დოლიძეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალქო სამმართველოს უფროსმა ირაკლი დგებუაძემ სცემა. გენრი დოლიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პოლიციამ 31 ივლისს, ბათუმში გამართულ აქციაზე დააკავა. აქციის მონაწილეები ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო ლაინერის შემოსვლას აპროტესტებდნენ.

„ქართულმა პოლიციამ მცემა რუსული ჩექმით“ – გენრი დოლიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი