საზოგადოება

წყნეთში 16 წლის მოზარდი დაიღუპა – სავარაუდოდ, მას სკვერში დენმა დაარტყა

11 ივლისი, 2023 • 1522
წყნეთში 16 წლის მოზარდი დაიღუპა – სავარაუდოდ, მას სკვერში დენმა დაარტყა

წყნეთში 16 წლის მოზარდი დაიღუპა. ჟურნალისტებთან ადგილობრივები ამბობენ, რომ ბიჭი სკვერში ელექტროგაყვანილობამ იმსხვერპლა.

როგორც ისინი ჰყვებიან, ამ ადგილას ბავშვები თამაშობდნენ. ახლო-მახლო კი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. სასწრაფოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ექიმებს ბავშვი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა, მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ელექტროობასთან ან ელექტროგაყვანილობასთან.

ნეტგაზეთი ცდილობს დამატებითი დეტალები შსს-გან გაარკვიოს.

განახლება: გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. მალევე განცხადება გამოაქვეყნა ვაკის გამგეობამაც, რომელმაც თქვა, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, ელექტრომოწყობილობა უკანონოდ და კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

გარეკანი ფოტო: „ფორმულა“

მასალების გადაბეჭდვის წესი