საზოგადოება

პრაიდის ფესტივალი ჩაიშალა, ორგანიზატორები ტერიტორიას ტოვებენ

8 ივლისი, 2023 • 3046
პრაიდის ფესტივალი ჩაიშალა, ორგანიზატორები ტერიტორიას ტოვებენ
თბილისი პრაიდის განცხადებით, მათ დატოვეს ტერიტორია, სადაც პრაიდი უნდა გამართულიყო.
“მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
თბილისის მახლობლად, სადაც ერთ-ერთ დახურულ სივრცეში,  პრაიდის ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო,  მოძალადე ჯგუფები მივიდნენ.მოძალადე ჯგუფებში, რომლებსაც ორგანიზება პრორუსულმა “ალტინფომ”, ვატო შაქარაშვილმა და სხვა პრორუსულმა ძალებმა გაუწიეს, ჩანან სასულიერო პირებიც.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი, თუმცა მათ მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიამდე მისვლის შესაძლებლობა მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი