საზოგადოება

king David-თან ქარმა შუშის კონსტრუქცია მოგლიჯა, რომელიც სამანქანო გზას დაეცა

18 ივნისი, 2023 • 3154
king David-თან ქარმა შუშის კონსტრუქცია მოგლიჯა, რომელიც სამანქანო გზას დაეცა

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, სასტუმრო კინგ დევიდთან ძლიერმა ქარმა შუშის კონსტრუქცია მოგლიჯა. კონსტრუქციის ნაწილი სამანქანო გზაზე დავარდა და ავტომობილიც დააზიანა.

წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა ავტომობილი და მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნეტგაზეთი დამატებითი დეტალების გარკვევას შესაბამის უწყებებთან ცდილობს.

დღეს, 18 ივნისს თბილისში ამინდი მკვეთრად გაუარესდა: მოვიდა წვიმა, სეტყვა, ქროდა ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი