საზოგადოება

წერეთელზე კაცი სარეაბილიტაციო სამუშაოების თხრილში ჩავარდა

1 ივნისი, 2023 • 1230
წერეთელზე კაცი სარეაბილიტაციო სამუშაოების თხრილში ჩავარდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების თხრილში შუა ხნის კაცი ჩავარდა.

თავდაპირველად ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ფეისბუკის გვერდმა “ჩემი ქალაქი მკლავს” გაავრცელა, მოგვიანებით კი ინფორმაცია ნეტგაზეთს თბილისის მერიაშიც დაუდასტურეს.

მერიის ცნობით, სავარაუდოდ, მოქალაქემ უსაფრთხოების ჯებირები გაარღვია და თხრილში ჩავარდა. მერიის ინფორმაციით, მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნეტგაზეთი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ცდილობს.

მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც. მისი განმარტებით, აღნიშნული თხრილი სპეციალური ჯებირებით იყო შემოსაზღვრული და უსაფრთხოების ზომებიც დაცული იყო.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის გამოძიება არ არის დაწყებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი