საზოგადოება

გარდაიცვალა ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე

31 მაისი, 2023 • 2339
გარდაიცვალა ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესება გახდა. მან ბოლო დღეები კლინიკაში გაატარა.

ზურაბ ქურციკიძე იყო ახალი ამბების ფოტოგრაფი. მის ფოტოობიექტივში საქართველოს უახლესი ისტორიის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხვდა.

ბოლო წლებში ქურციკიძე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი იყო, ის ასევე მუშაობდა „ევროპის პრესფოტო სააგენტოსთვის“ (EPA). EPA-ს ფოტოარქივში ზურაბ ქურციკის გადაღებული ბოლო ფოტო 2023 წლის 26 მაისით თარიღდება და მასზე თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის ზეიმია აღბეჭდილი.

დამოუკიდებლობის დღე თბილისში. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

2011 წლის 7 ივლისს ზურაბ ქუციკიძე კიდევ სამ ფოტორეპორტიორთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, რასაც დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა — იმართებოდა აქციები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, იმდროინდელმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა პროტესტის ნიშნად ახალი ამბების გამოქვეყნება ფოტოების გარეშე დაიწყეს. საბოლოოდ, ხელისუფლება იძლებული გახდა, ფოტოგრაფები პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი