საზოგადოება

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები ხვალ დაიწყება

12 ივლისი, 2010 • 1137
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები ხვალ დაიწყება

ხვალ, 13 ივლისს საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული 14 000-მდე პედაგოგი პროფესიული უნარების ტესტს ჩააბარებს. სერტიფიცირებულ პედაგოგებს შესაძლოა ხელფასი 160 ლარით მოემატოთ. სერთიფიცირებულ პედაგოგებს  შეეძლებათ მენტორ (მასწავლებელი სტაჟიორის აყვანის უფლებით) მასწავლებლებად მუშაობა.

პროფესიული უნარების ტესტი 70 ქულიანია. როგორც გამოცდების  ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელმა მაია მიმინოშვილმა, დღეს გაამრთულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პედაგოგმა პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ზე მეტი (დაახლოებით 43 ქულა) უნდა დააგროვოს, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვალოს.

პროფესიული უნარების ტესტის ხანგრძლივობა 5 საათია. პირველი ნაკადის რეგისტრცია 8- საათზე, ხოლო მეორე ნაკადის რეგისტრაცია 2 საათზე დაიწყება.

საქართველოში 12 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. მათ შორის თბილისში 2 საგამოცდი ცენტრი, ტექნიკური უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში

რაც შეეხება საგნობრივ ტესტებს, გამოცდები 19 ივლისს დაიწყება. წელს საგნობრივ ტესტებს მათემატიკის, ქართული ენის და უცხო ენის პედაგოგები ჩააბარებენ.  ამჯერად თავის ცოდნას ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენების პედაგოგები შეამოწმებენ.

უცხო ენის პედაგოგებისთვის მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ მათ გამოცდაზე სპეციaლური კომპიუტერული პრგრამის მეშვეობით შეუმოწმებენ მეტყველებას და უცხო ენაზე საუბრის მოსმენის  უნარს.

პროგრამა გამოცდების ერთიან ეროვნულ ცენტრში შეიქმნა და აპრობაცია ქუთაისში გაიარა.

”ძალინ მნიშვნელოვანი უცხო ენის პედაგოგისთვის მოსმენა და მეტყველება იმ ენაზე, რომელსაც ასწავლის, აქედან გამომდენარე ჩვენ მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ორივე კომპონენტი შეგვემოწმებინა” აღნიშნა მაია მიმინოშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე

”პედაგოგმა კომპიუტერზე პირველ რიგში უნდა აკრიფოს თავისი საიდენტიფიკაციო ნომერი, რომ შევიდეს პროგრამაში და თუ ეს გაუჭირდება, დაეხმარება მეთველყურე. შემდეგ ერთი ღილაკი სჭირდება, რომ ჩაირთოს პროგრამა, ეკრანზე გამოვა დავალება, ლაპარაკის შემთხვევაში ყურსასმენები აქვს მორგებული პედაგოგს, ისმენს დავალებას და შემდეგ იწყებს ლაპარაკს“. –ამბობს მიმინოშვილი.

განათლების და მეცნიერების მინისტრის დიმიტრში შაშკინის თქმით, სერტიფიცირების პროცესი კონფიდენციალური იქნება და მხოლოდ მასწავლებელს ეცოდინება ჩააბარა თუ არა გამოცდა: ” მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პედაგოგს, რომელთაც სწორად შეაფასეს სერტიფიცირებისა  და განათლების დონის ამაღლების პროცესი”,- აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

საგნობრივი გამოცდა უცხო ენების პედაგოგებისთვის 120 ქულიანია, ქართული ენის- 80,  მათემატიკის კი 70 ქულიანი. ყველა ხსენებულ გამოცდაში პედაგოგებმა უმაღლესი ქულის 60 % უნდა დააგროვოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი