საზოგადოება |

მობილობის შანსი სტუდენტობისთვის

10 ივლისი, 2010 | | 979
მობილობის შანსი სტუდენტობისთვის

სტუდენტებს, რომელთაც სურთ სხვა ფაკულტეტზე ან უმაღლეს სასწავლებლებში გადასვლა,  2010 წლის 30 ივლისამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მობილობით გადასვლის წესი  სტუდენტს საშუალებას აძლევს, სპეციალობა ან უმაღლესი სასწავლებელი შეიცვლოს. კანონით, სტუდენტს შეუძლია ფაკულტეტის, სპეციალობისა და ასევე უმაღლესი სასწავლებლის შეცვლაც. მთავარია, სტუდენტი იყოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩარიცხული და დარეგისსტრირებული სტუდენტთა რეესტრში.

მობილობის მსურველი პირველ რიგში განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე უნდა დარეგისტრირდეს. სტუდენტს უფლება აქვს, აირჩიოს ხუთამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საგანმანათლებლო პროგრამა ან ფაკულტეტი, რომელზეც სურს მობილობის განხორციელება.

სტუდენტის მიერ ფაკულტეტის ან უმაღლესი სასწავლებლის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთი და იმავე საფეხურის ფარგლებში, მაგალითად, ბაკალავრიდან ბაკალავრზე, მაგისტრატურიდან მაგისტრატურაზე და ა.შ.

,,სტუდენტთა რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ პორტალზე გამოქვეყნდება იმ პირთა სია, რომლებმაც მოიპოვეს შესაბამის უმაღლეს სასწვალებელში მობილობის უფლება” , – იუწყება განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი.  

თუ სტუდენტი მოიპოვებს მობილობის უფლებას შესაბამის სასწავლებელში, მან განაცხადით უნდა მიმართოს დაწესებულებას და წარადგინოს პირადი საქმის ასლი.

ყველა უმაღლეს სასწავლებელს უფლება აქვს, მობილობის მსურველათათვის დააწესოს საუნივერსიტეტო გამოცდა. უმაღლესი სასწავლებლები თავიანთ ოფიციალურ ვებგვერზე აქვეყნებენ მობილობით გადმომსველელ სტუდენტთა ვაკანტურ ადგილებს.

ასევე განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ინტერნეტ პორტალზე ქვეყნდება უმაღლესს დაწესებულებებში მობილობის საერთო ვაკანტური ადგილები და დარეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობა. ამ ბაზის გამოყენებით, სტუდენტს შეუძლია შეამოწმოს, თუ როგორი კონკურსია მისთვის სასურველ უმაღლესში.

მობილობით სხვა სასწავლებელში  თუ ფაკულტეტზე გადასულ სტუდენტს უნარჩუნდება ის სახლემწიფო დაფინანსება, რომელიც მან ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მიიღო.

ყველა უმაღლესი სასწავლებელი აწესებს მობილობით გადმომსვლელ სტუდენთთათვის ჩარიცხვის წესებს, მაგალითად, თუ რომელი სემესტრიდანაა შესაძლებელი სტუდენტისათვის კონკრეტულ ფაკულტეტსა და სასწავლებელში გადმოსვლა ან რომელი საუნივერსიტეტო/საფაკულტეტო გამოცდა უნდა ჩააბაროს  მან.

მობილობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო და 30 ივლისამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი