საზოგადოება

“ფორმულას” 40 თანამშრომელი ორგანიზაციას აფუძნებს კეზერაშვილისგან 25%-იანი წილის მისაღებად

12 მაისი, 2023 • 2376
“ფორმულას” 40 თანამშრომელი ორგანიზაციას აფუძნებს კეზერაშვილისგან 25%-იანი წილის მისაღებად

ფორმულას გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე აცხადებს, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლები დააფუძნებენ ა(ა)იპ-ს, რომელშიც 40 ადამიანი იქნება გაერთიანებული.

როგორც ირკვევა, სწორედ ამ ორგანიზაციას გადაეცემა არხის მფლობელისა და დამფუძნებლის მიერ დაპირებული 25%-იანი წილი.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა  განაცხადა, რომ უარს ამბობს “ფორმულას” საკონტროლო პაკეტის ფლობაზე და საკუთარი წილის ნახევარს ტელეკომპანიის თანამშრომლებს გადასცემს. კეზერაშვილი წილის 51%-ს ფლობს და თანამშრომლებს 25%-ს უთმობს.

კეზერაშვილის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, ეს უკანასკნელი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი უარყოფს ამ სქემებში მონაწილეობას.

ტელეკომპანია ფორმულას მენეჯმენტმა დღეს, 12 მაისს, ბრიფინგი გამართა და ისაუბრა იმ სტრუქტურაზე, თუ როგორ გეგმავენ ზემოხსენებული გადაწყვეტილების იმპლემენტაციას.

“ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქართულ მედიასივრცეში პირველად დაფიქსირდება პრეცედენტი, როდესაც მედიაში სადამფუძნებლო სისტემა იქნება იმდაგვარი, რომ ვერც ერთი დამფუძნებელი ვეღარ შეძლებს ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღებას და, შესაბამისად, ის დანაპირები იქნება სისრულეში მოყვანილი, რომელიც ჩვენ სამი კვირის წინ გავაკეთეთ”, – ფორმულას თანახმად, განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.

მისივე თქმით, აქვთ მოლოდინი და ინფორმაცია, რომ ხელისუფლება საჯარო რეესტრის სახით შეეცდება შეაყოვნოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება და იმ მოტივით, რომ კეზერაშვილის პირადობასა და პასპორტს ვადა აქვს გასული, გარიგებას არ დაარეგისტრირებენ.

“ხელისუფლებას არ სურს, სისრულეში მოვიდეს არხის დამფუძნებლისა და თანამშრომლების საერთო გადაწყვეტილება წილის განკარგვასთან დაკავშირებით”, – თქვა გუმბარიძემ ფორმულას მიხედვით.

მისივე თქმით, ეს გარიგება ნოტარიულად მაინც დამოწმდება და ის იურიდიულ ძალას მოიპოვებს მაშინ, როდესაც კეზერაშვილის საბუთებთან დაკავშირებული საკითხი გადაიჭრება.

ფორმულას თანახმად, ნინო ჟიჟილაშვილი თანამდებობაზე თანამშრომლებმა აირჩიეს და ის გამგეობის თავმჯდომარე ერთი წლის განმავლობაში იქნება.

არხის მენეჯმენტის განცხადება სრულად:

მასალების გადაბეჭდვის წესი