საზოგადოება

რუსმა სამხედროებმა დვანთან 2 მწყემსი გაიტაცეს

30 აპრილი, 2023 • 907
რუსმა სამხედროებმა დვანთან 2 მწყემსი გაიტაცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, ადგილობრივები ამბობენ, რომ გატაცების დროს ორივე მოქალაქე საქონელს მწყემსავდა.

„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ – წერია სუს-ის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი