საზოგადოება

ავტოავარიას ვაზისუბანში 3 ადამიანი ემსხვერპლა

30 აპრილი, 2023 • 2152
ავტოავარიას ვაზისუბანში 3 ადამიანი ემსხვერპლა

გვიან ღამით, ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა სამი ადამიანი, ორი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილობრივები სოციალური ქსელის თემატურ ჯგუფებში წერენ, რომ მანქანა ე.წ. ჰუალინგის დასახლებასთან ხევში გადავარდა.

რაც შეეხება დაშავებულებს, ნეტგაზეთს სასწრაფოში უთხრეს, რომ ერთი-ერთი მათგანი „თბილისის ზღვის ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი, ხოლო მეორე – „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი