საზოგადოება

რიკოთზე გზა ისევ ჩაიკეტა

11 აპრილი, 2023 • 3140
რიკოთზე გზა ისევ ჩაიკეტა

ავტორი: თამთა კევლიშვილი

საავტომობილი გზების დეპარტმანეტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ისევ აიკრძალა.

უწყების ცნობით, ქვათაცვენის გამო, გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და ჯერჯერობით უცნოებია, როდის აღდგება მოძრაობა.

„გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.

რიკოთის მონაკვეთი 30 მარტის შემდეგ იყო ჩაკეტილი და მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით ხორციელდებოდა, რომლის საფარიც ასევე დაზიანებულია. რიკოთზე მოძრაობა 8 აპრილს აღდგა და დღეს კვლავ აიკრძალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი