თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარია.

როგორც „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსი განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.