საზოგადოება

დიღომში 12 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს – გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო

17 მარტი, 2023 • 2201
დიღომში 12 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს – გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს დაღუპვის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

12 წლის მოზარდი დიდ დიღომში დღეს დილის საათებში იპოვეს. მას ოჯახი და მეზობლები 16 მარტის, დაახლოებით, 22:00 საათიდან ეძებდნენ.

ჟურნალისტებთან საუბარში გარდაცვლილის ბაბუა ამბობს, რომ საღამოს გოგო ნათესავთან ერთად სეირნობდა, სახლში დაბრუნებამდე კი მცირე მონაკვეთი მარტოს უნდა გაევლო. ის აცხადებს, რომ ამ დროისთვის ოჯახს მომხდარის სხვადასხვა ვერსიას აწვდიან, მათ შორის, ძალადობის. ბაბუა დასძენს, რომ დაკარგულია გოგოს მობილური ტელეფონი.

ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი