საზოგადოება

პარლამენტში სხდომა ხვალ გაიმართება

9 მარტი, 2023 • 678
პარლამენტში სხდომა ხვალ გაიმართება

ხვალ, 10 მარტს,  11:45 საათზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაა დანიშნული, შემდეგ კი, 12:00 საათზე პლენარული სხდომა გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დღეს, 9 მარტს, საღამოს გამოქვეყნდა.

განცხადებაში მითითებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, სხდომაზე უცხოური აგენტების გავლენის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს უყრიან და ჩააგდებენ.

ამ კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნით თბილისში, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები იმართება.

დღეს, 9 მარტს, მოქალაქეებმა, მიუხედავად „ოცნების“ დაპირებისა, რომ კანონპროექტს მეორე მოსმენის დროს ჩააგდებდნენ, დაუყოვნებლივ მოითხოვეს სესიის ჩანიშვნა სწორედ ამ დაპირების ოფიციალურად გასაფორმებლად.

_______________

ფოტოზე: საქართველოს პარლამენტი, 7 მარტი. უმრავლესობის წევრები რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების კენჭისყრის დაწყებამდე. ფოტო: ნეტგაზეთი/ნათია ცქიფურიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.