საზოგადოება

როგორ გამოიყურება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია საპროტესტო აქციის ღამის შემდეგ

9 მარტი, 2023 • 1097
როგორ გამოიყურება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია საპროტესტო აქციის ღამის შემდეგ

“ზოგი ტირის, ზოგი ღნავის, ლხინში არის დანარჩენი, მაგრამ სხვისი არავისი, საქართველო არის შენი”, – პარლამენტის შენობის წინ, შადრევნის კედელზე ეს წარწერა 8 მარტის აქციის შემდეგ გაჩნდა.

საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა, ადამიანები, ვისაც ქვეყნის ევროპული გზა და მომავალი სურს, აპროტესტებენ “ქართული ოცნების” მიერ პირველი მოსმენით მხარდაჭერილ რუსულ კანონპროექტს.

საპროტესტო აქცია წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ. პოლიციამ და სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები არაერთგზის დაარბია, მათ წინააღმდეგ  გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.

ასე გამოიყურება საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია 9 მარტის დილას. წუხელ აქ მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია” – წარწერა პარლამენტთან ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას პარლამენტის შენობაზე რამდენიმე ფანჯარა ჩაიმსხვრა ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

პოლიცია ყვითელ ავტობუსებთან ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ავტობუსის გაჩერება პარლამენტის შენობასთან ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“საქართველო არასდროს იქნება რუსეთი” –  ბანერი აქციიდან ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი