საზოგადოება

ქმარს, რომელმაც ცოლი ავტობუსში შვილების წინ მოკლა, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

17 თებერვალი, 2023 • 1251
ქმარს, რომელმაც ცოლი ავტობუსში შვილების წინ მოკლა, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

როინ მებონიას, რომელმაც ცოლი ავტობუსში შვილების თვალწინ მოკლა, სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, მებონია გაივლის სავალდებულო სამედიცინო მკურნალობას ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში, შემდეგ კი სასჯელის მოხდას საერთო წესით გააგრძელებს.

31 წლის სოფო კვარაცხელია მებონიამ შარშან ავტობუსში მოკლა. შემთხვევას შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები.

„მე ვითხოვ უვადო პატიმრობას, ძალიან ბევრგან ვთქვი და განვმეორდები. ჩემს სოფოს აღარაფერი უშველის, მაგრამ მე სხვისი შვილების სადარაჯოზე უნდა დავდგე. 5 მცირეწლოვანი ბავშვის წინ ყელი გამოჭრა ცოლს – ამდენი ხალხის წინაშე…

რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, თუ არ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რასაც ველოდები. სტრასბურგში სულ რომ ათასჯერ მომიწიოს საჩივრის დაწერა, ათასჯერვე გავასაჩივრებ“ – ამბობდა „მთავარ არხთან“, ხათუნა ნაჭყებია სოფო კვარაცხელიას დედა.


ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სახელმწიფოს აქვს დაცვისა და დახმარების ხელშეწყობის რამდენიმე მექანიზმი. მათ შორის არის შემაკავებელი და დამცავი ორდერები, თავშესაფარი, კრიზისული ცენტრები და 2023 წლიდან – ფულადი კომპენსაციაც.

რა სერვისები აქვს სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი