საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ ბოლოს განახლებული მონაცემებით, 11 თებერვალს, 19:33 საათზე დაფიქსირებული ბიძგების სიმძლავრე 4.3 მაგნიტუდას შეადგენდა.
ამავე მონაცემებით, ეპიცენტრი დაბა ხულოს ჩრდილოეთით, 17 კმ-ში, ბახმაროსთან ახლოს(3 კმ-ში) იყო.