საზოგადოება

ძლიერმა მიწისძვრამ თურქეთსა და სირიაში ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია

6 თებერვალი, 2023 •
ძლიერმა მიწისძვრამ თურქეთსა და სირიაში ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია

7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში ძლიერი ნგრევა და  მსხვერპლი გამოიწვია.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია თურქეთის რამდენიმე პროვინციიდან ვრცელდება.

მალათიის პროვინციაში მინიმუმ 130 შენობაა დაზიანებული, განაცხადა გუბერნატორმა ჰულუსი შაჰინმა. მაშველებმა იქ 23 ცხედარი უკვე იპოვეს, 100-მდე ადამიანი კი ჰოსპიტალიზებულია.

ჯამში, თურქეთში მიწისძვრის გამო დადასტურებულია დაღუპვის 76 ფაქტი. სირიაში, მთავრობის მიერ კონტროლირებად რეგიონებში, სახელმწიფო მედია 99 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს. მანამადე, AP News-ის მიხედვით, ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 20 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

თუმცა საერთაშორისო მედია იუწყება, რომ ნანგრევებში არაერთი ადამიანია მოყოლილი და შესაძლოა, უახლოეს საათებში მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო.

განახლება:

მიწისძვრა: თურქეთსა და სირიაში დაღუპულია სულ მცირე 300 ადამიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი