საზოგადოება

ევროპარლამენტში სააკაშვილის საკითხზე გადაუდებელი დებატები ჩაინიშნა

1 თებერვალი, 2023 • 951
ევროპარლამენტში სააკაშვილის საკითხზე გადაუდებელი დებატები ჩაინიშნა

ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დებატები ჩაინიშნა.

2 თებერვლის სხდომის დღის წესრიგში, სადაც საბჭოსა და კომისიის განცხადებები გაკეთდება, სააკაშვილის საკითხის დამატების ინიციატივით პოლონელი ევროპარლამენტარი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან ანა ფოტიგა გამოვიდა, რასაც ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა.

ფოტიგამ თქვა, რომ ყველამ იხილა სააკაშვილის ფოტოები და ვიდეოები სასამართლო სხდომიდან და ის საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას საზღვარგარეთ.

„მე მივიღე რამდენიმე წერილი მიხეილ სააკაშვილისგან. ახალი წერილები მართლაც საშინელებაა. მადლობას ვუხდი ყველა პოლიტიკურ ჯგუფს გადაწყვეტილებისთვის, რომ ხვალ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გადაუდებელი დებატები ჩატარდეს მის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა“, — წერს ფოტიგა.

სააკაშვილის ჯანრმთელობის მდგომარეობაზე დებატების ჩანიშვნას 426 დეპუტატიდან 364-მა დაუჭირა მხარი, 43-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლოს დისტანციურად მიმართა. მან განაცხადა, რომ საქართველოს გამო ყველაფერი დათმო, მათ შორის ჯანმრთელობა და მხოლოდ ადეკვატურ მკურნალობას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი