საზოგადოება

სროლა საგარეჯოში – მოქალაქემ აივნიდან რამდენიმე პირი მოკლა, მათ შორის პოლიციელი

20 იანვარი, 2023 • 2116
სროლა საგარეჯოში – მოქალაქემ აივნიდან რამდენიმე პირი მოკლა, მათ შორის პოლიციელი

სხვადასხვა ადამიანი საგარეჯოდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქში შეიარაღებულმა პირმა მოქალაქეებს ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.

ერთ-ერთი ექიმი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სროლას ადგილი აქვს საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსებში. სხვა ადამიანების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.

“პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გახსროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი. ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფები არიან მობილიზებული და ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონოსძიებებს ატარებენ. სპეციალური ოპერაციის დეტალების შესახებ და ასევე დაჭრილების და გარდაცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მთავარი არხისა და რ2-ის ცნობით, მოკლულია 4 ადამიანი და დაჭრილია – 3. თავდამსხმელი ჯერ დაკავებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი