საზოგადოება

რუსეთი უკრაინას კვლავ ბომბავს — გამოცხადებულია მასშტაბური საჰაერო განგაში

29 დეკემბერი, 2022 •
რუსეთი უკრაინას კვლავ ბომბავს — გამოცხადებულია მასშტაბური საჰაერო განგაში

უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში გამოცხადებულია საჰაერო განგაში. ქვეყანას დილიდან რუსეთის ავიაცია ბომბავს.

განგაში ქვეყნის მასშტაბით გამთენიიდან ამოქმედდა. როგორც ოპერატიული სამეთაურო „სამხრეთი“ წერს, განგაში თავდაპირველად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ამოქმედდა, დილის 06:04 საათიდან კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა დასავლეთ რეგიონებისა.

არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის აფეთქებების შესახებ იტყობინებიან კიევის, ოდესისა და სხვა რეგიონებიდან.

სოციალურ ქსელ ტელეგრამში დილიდან მოქალაქეები ფოტოებს ავრცელებენ, რომლებზეც, სავარაუდოდ, ჩანს ანტისაჰაერო სისტემების მუშაობის შედეგი რუსული რაკეტების წინააღმდეგ.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ანტისარაკეტო სისტემა ამოქმედდა და მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი