13 დეკემბერს უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ორი ქართველი დაიღუპა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ დაუდასტურა.
მისი ცნობით, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაჭრილია.
2022 წელს რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ამ დრომდე, უკრაინაში 36 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
განახლება: უკრაინაში, ბახმუტთან, საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.
“განხორციელდება საჭირო პროცედურები”, — აღნიშნავენ უწყებაში.
ნეტგაზეთისთვის ცნობილი ინფორმაციით, დაღუპულები არიან სერგო ქართველიშვილი და მიხეილ თევდორაძე.
თევდორაძე წარსულში საქართველოს მთლიანობისთვის აფხაზეთის ომში იბრძოდა.
ბახმუტი ახლა ომის აღმოსავლეთ ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეტაკებების ადგილია.