საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დღესაც არ მიიყვანეს

9 დეკემბერი, 2022 • 706
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დღესაც არ მიიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი არც დღევანდელ სხდომაზე მიიყვანეს.

ექსპრეზიდენტის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა თავად მიხეილ სააკაშვილი, ასევე მისი ოჯახის წევრები, თანაპარტიელები და მხარდამჭერები.

მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დაწყებისას წაიკითხა ექიმების პოზიცია, რომლის თანახმადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის.

წერილს მისი თქმით, ხელს აწერენ „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და ექიმი თამარ დავარაშვილი.

სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დააყენა შუამდგომლობა სააკაშვილის ონლაინ ჩართვის შესახებ.

სასამართლო ახლა არკვევს, რამდენად არის ეს ტექნიკურად შესაძლებელი.


9 დეკემბერს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად, სასამართლოს წინ იმართება საპროტესტო აქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი