საზოგადოება

უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

3 დეკემბერი, 2022 • 1092
უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით უკრაინაში რუსულ საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას  რამდენიმე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

პირველადი ინფორმაციით დაღუპულია 5 მებრძოლი, თუმცა რაოდენობა და დაღუპულთა ვინაობა ზუსტდება. „ნეტგაზეთმა“ მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.

განახლება: „ნეტგაზეთს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო ადასტურებს საქართველოს ხუთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკრაინაში 30-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი