საზოგადოება

მსვლელობა თბილისში – მომიტინგეები გაუპატიურების მუხლში ცვლილებას ითხოვენ

25 ნოემბერი, 2022 • 720
მსვლელობა თბილისში – მომიტინგეები გაუპატიურების მუხლში ცვლილებას ითხოვენ

თბილისის ცენტრში „ქალთა მოძრაობა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მსვლელობას მართავს.

დღევანდელი აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გაუპატიურების მუხლის ცვლილებაა.

მოქმედი რედაქციით გაუპატიურებად ითვლება მხოლოდ ისეთი სქესობრივი დანაშაული, რომელსაც თან ძალადობაც ახლავს, და არა ის შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი მოძალადეს წინააღმდეგობას არ და ვერ უწევს, თუმცა აქტზე თანახმა არაა.

დიდი ხანია არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები ამ მუხლის შეცვლს ითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.


ამავე თემაზე გირჩევთ

აბორტის იძულება – ისტორიები და დანაშაული სამართლებრივი მუხლის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი